1774810263
საქართველოს რკინიგზა სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, საქართველოს რკინიგზა 8 აპრილიდან 14 აპრილის ჩათვლით, რეისებს ამატებს.
მათი ინფორმაციით, რეისები შემდეგ მიმართულებებს დაემატება: თბილისი-ბათუმის და თბილისი-ფოთი.
ბილეთების შეძენა კი შესაძლებელია:
ვებ-გვერდის საშუალებით: https://gr.com.ge აპლიკაციის საშუალებით: onelink.to საქართველოს რკინიგზის სალაროებში; საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით.











