გულის დაავადების 5 სიმპტომი, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ - კარდიოქირურგის გაფრთხილება

გულის დაავადება

ვივამედი • Vivamedi კარდიოქირურგის, გიგა ჯანაშიას რეკომენდაციებს სოციალურ ქსელში ავრცელებს. სპეციალისტი იმ საგანგაშო სიმპტომების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას, რომლებიც არ უნდა უგულებელყოთ:

„ძალიან ბევრი სიმპტომია, პირველი არის ფეხების შეშუპება. თუ ფეხები გიშუპდებათ და გრძნობთ უჰაერობას, ძალიან სავარაუდოა, რომ თქვენ გულის დაავადება გაქვთ და მიმართეთ ექიმს. ხშირად ჩვენი ორგანიზმი წინასწარ გვაძლევს ნიშნებს, როცა რაღაც რიგზე ვერ არის. კარდიოლოგიური პრობლემების დროს დროულ რეაგირებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს! აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, თუ გაწუხებთ: ტკივილი ან მოჭერის შეგრძნება გულმკერდის არეში უმიზეზო ქოშინი და ჰაერის უკმარისობა. გულის რიტმის უეცარი დარღვევა მოულოდნელი სისუსტე ან თავბრუსხვევა. ფეხების შეშუპება (რაც ხშირად გულის უკმარისობაზე მიანიშნებს) ნუ გადადებთ ვიზიტს ექიმთან! გახსოვდეთ, რომ დროული დიაგნოსტიკა გადამწყვეტია მკურნალობის ეფექტურობისთვის და ხშირად სიცოცხლეს ირჩენს...“- ვკითხულობთ ვივამედი • Vivamedi-ის ვიდეოს აღწერაში.