გუგა ქაშიბაძე მოსახლეობას ლეღვის ნახარშით დამწვრობის შესახებ აფრთხილებს

ლეღვი

„ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ წელს ლეღვის ფოთლების ნახარშით დამწვრობის შემთხვევა აღარ იქნება”, – ამის შესახებ დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა, გუგა ქაშიბაძემ “იმედის” ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ლეღვის ფოთლების ნახარშს რუჯთან კავშირი საერთოდ არ აქვს.

„ლეღვის ფოთლების ნახარში და რუჯი ერთმანეთთან საერთოდ არ არის კავშირში. მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ამ ნახარშის გამოყენება და დამწვრობის მიღება ერთი და იგივეა. რუჯის ეფექტს ვერანაირად ვერ მივიღებთ“, – აღნიშნა დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელმა.