„გთხოვთ ყველას, თუ მოჰკრავთ თვალს, აუცილებლად შეგვეხმიანეთ...“ - ოჯახი ახალგაზრდა კაცს ეძებს

ჯემალი ხვედელიძე

თბილისში ახალგაზრდა კაცს ეძებენ. ოჯახი და ახლობლები საზოგადოებას დახმარებას სთხოვენ. როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში ვკითხულობთ, ჯემალი ხვედელიძე სახლიდან 21 თებერვალს გავიდა.

„ვეძებთ ჯემალი ხვედელიძეს. გთხოვთ, გულდასმით წაიკითხეთ და გააზიარეთ ჩემი პოსტი.
21 თებერვალს, დილით, 9 საათზე, სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. ვეძებთ ოჯახი და ახლობლები. ძალიან გთხოვთ, თუ ვინმემ რამე ინფორმაცია იცით, თუ ვინმემ სადმე ამ დღეების მანძილზე თვალი მოჰკარით, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 597 93 72 90 ან 558 34 53 88.

გთხოვთ ყველას, გზად თუ კი ვინმე მსგავსი ვიზუალისას მოჰკრავთ თვალს, აუცილებლად შეგვეხმიანეთ მითითებულ ნომერზე. გავიდა ვარკეთილის ტერიტორიიდან და შემდეგ მოძრაობებზე ჩვენთვის არ არის ცნობილი.
თუ კი სადმე ჩემს პოსტს წააწყდები, თუკი გაიგებ რომ გეძებთ, გთხოვ, უბრალოდ გაგვაგებინე, რომ კარგად ხარ. ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ, შენ უბრალოდ გამბედაობა მოიკრიბე და სახლში დაბრუნდი ოჯახთან“, - ნათქვამია სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში.