პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
„თბილისი ენერჯი“ მოქალაქეებს, პრევენციის მიზნით, სთავაზობს გაიგონ, რამდენად უსაფრთხოა მათი გაზის გამათბობელი, ან წყლის გამაცხელებელი. ამისთვის სთხოვენ, რომ თავიანთ მოწყობილობებს ფოტოები გადაუღონ და მეილზე გაუგზავნონ.
„ღია წვის კამერიანი გაზის გამათბობლის ან წყლის გამაცხელებლის მოხმარება სახლში, ოფისში, ავტოფარეხში ან ნებისმიერ დახურულ სივრცეში საშიში და კატეგორიულად აკრძალულია.
„თბილისი ენერჯი„ გთავაზობთ, მარტივად გაარკვიოთ ღია წვის კამერიანია თუ დახურული წვის კამერიანი თქვენი გაზის გამათბობელი ან წყლის გამაცხელებელი. გთხოვთ, გადაუღოთ ფოტოები თქვენს გაზის დანადგარებს და გამოგვიგზავნოთ check@te.ge, ან დარეკეთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2 404004 და მოითხოვეთ გაზის შიდა ქსელის შემოწმება. მომსახურება უფასოა“, - დასძენენ კომპანიაში.