უბნები თბილისში, სადაც 20 ივნისს ელექტროენერგია გაითიშება

შუქი

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოების  ჩატარების გამო  20 ივნისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება:

კრწანისის რაიონი

ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კრწანისის ქუჩის  მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის, ანდრონიკაშვილის, 13 ასურელი მამის და ჩხიკვაძის ქუჩების მოსახლეობას.

დიდუბის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის III კვარტლის (ნაწილობრივ), აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ) და ხოშარაულის ქუჩის მოსახლეობას. 

ვაკის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას. 

ისნის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შირაქის, ლეხ კაჩინსკის, აწყურის, შორაპნის, კოშკოვანის, ძევერის, ძეგლევის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოს (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.“ - ნათქვამია განცხადებაში.