20 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

ჰოროსკოპი

მთვარის მე-20-21 დღე. არასტანდარტული დღეა. მთვარე თევზებში გირჩევთ, არ დაიმალოთ თქვენს ნაჭუჭში - შეგიძლიათ დაკარგოთ კარგი შანსი. მიუხედავად საქმიანი დღისა, გამონახეთ დრო დასვენებისთვის. ეს არანაირად იმოქმედებს თქვენს კარიერაზე. საღამოს აუცილებლად გადით ბუნებაში ოჯახთან ერთად. 

ვერძი

სხვების მიმართ ნუ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, ყველა თქვენსავით სრულყოფილი არაა. შესაძლოა, დიდი მოთმინების გამოჩენა დაგჭირდეთ, პრობლემები რომ არ შეგექმნათ.

კურო

ენდეთ საკუთარ ინტუიციას, დღეს დარწმუნდებით რომ ყველაფერი გაცილებით უკეთესადაა, ვიდრე წარმოდგენა შეგეძლოთ და თავს ბედნიერად იგრძნობთ.

ტყუპები

მოერიდეთ ხალხმრავლობას, შეეცადეთ, ერთმანეთს შეუთავსოთ პირადი ცხოვრება და სამსახური, იმოქმედეთ საკუთარი გეგმით და ნუ აჰყვებით სხვების მაცდურ იდეებს.

კირჩხიბი

არასტანდარტული დღეა. იმოქმედეთ გაბედულად, თუმცა, საკუთარი შესაძლებლობების გათვალისწინებით.

ლომი

გეჩვენებათ, რომ რაც ახლა ხდება, უკვე იყო თქვენს ცხოვრებაში და რაღაც მეორდება. შესაძლოა, ასეც იყოს,  ეცადეთ, სწორი გადაწყვეტილება მიიღოთ წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით.

ქალწული

ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა, ფუჭად გაფლანგოთ მთელი დანაზოგი. შეიქმენით მშვიდი გარემო და დაფიქრდით მიმდინარე მოვლენებზე.

სასწორი

დღეს მეტი პროფესიული აქტივობა დაგჭირდებათ. თუმცა, ზედმეტად ნუ გადაიტვირთებით. რათა თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის პრობლემები.

მორიელი

შესაძლოა, ვიღაც შეეცადოს თქვენს მოტყუებას, იყავით მეტად მოზომილი და ტაქტიანი.

მშვილდოსანი

დღეს გარკვეული პრობლემები ისე მარტივად გადაწყდება, რომ შესაძლოა, თავი სიზმარში გეგონოთ. დატკბით მომენტით და გააანალიზეთ წარსულში დაშვებული შეცდომები.

თხის რქა

შესაძლოა, სურვილი გაგიჩნდეთ და მოინდომოთ ყველაფრის შეცვლა, მაგრამ ამ სურვილს შიშიც ახლავს, რომ ეს ყველაფერი სიკეთეს არ მოგიტანთ. არსებულ სიტუაციაში ეძიეთ ოქროს შუალედი.

მერწყული

ზედმეტად არ დაიტვირთოთ საქმეებით. დღეს სასარგებლოა ერთ რამეზე კონცენტრირება, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება საზიანოა, მოგვიანებით შეიძლება ძალიან ინანოთ.

თევზები

მაქსიმალურად ეცადეთ აღადგინოთ ძველი კონტაქტები. ნუ დაზოგავთ ამისთვის დროსა და ენერგიას. ეს მომავალში წარმატებას მოგიტანთ.