გაზის მიწოდება 34 საათით შეწყდება - ნახეთ მისამართები და დეტალური ინფორმაცია
1793904081
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ქალებს მიმართავს და პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
"გოგოებო და ქალბატონებო მაქსიმალურად გაავრცელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.
ძვირფასო გოგოებო და ქალბატონებო, შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც ვაქცინით მართვადი დაავადებაა.
უფასო ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის რგოლში - პოლიკლინიკებში.
პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა 10-26 წლის ასაკის გოგოებისთვის", - წერს ფხაკაძე.