გაყინული იყო... - 25 წლის ახალგაზრდა, რომელსაც 2 კვირა ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1737230192
ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პაციენტთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს და ემოციურ პოსტს ურთავს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,ონკოლოგიაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ძალიან გეტირება, მაგრამ რომ იტირო, პაციენტს გული გაუსკდება და ფარ-ხმალს დაყრის. ეს კაცი, ბატონი ლივთერი, ძალიან მიყვარს. ჩვენ აქ ორივე ვიცინით, მაგრამ ორივემ ვიცით, როგორ სტკივა ამ დროს ორგანოები. ვიცინით, რადგან ერთმანეთს ვამხნევებთ, ბრძოლას რომ აქვს აზრი და რომ არ უნდა დავნებდეთ. ვიბრძვით თითოეული დღისთვის… ორივემ ვიცით რა ძვირფასია თითოეული წამი. დღეს სხვა კლინიკაში მომიწია მისი გაშვება და ისე მითხრა, გიორგი ექიმო, არ გამიშვაო, მიწა გამომეცალა ფეხებიდან", - წერს ექიმი სოციალურ ქსელში.