კატეგორიულად აკრძალულია გაყინული ხორცის ოთახის ტემპერატურაზე გალღობა - ეს უნდა იცოდეთ
1791829613
გოგა მანია სოციალურ ქსელებში მისი სახელით შექმნილი ყალბი გვერდების შესახებ საზოგადოებას აფრთხილებს. ეზოტერიკოსის განცხადებით, Facebook-ზე, Instagram-სა და TikTok-ზე არაერთი ანგარიში უნებართვოდ იყენებს მის სახელსა და ფოტოებს, ზოგიერთი კი მოქალაქეებს თანხასაც სთხოვს. გოგა მანია ყალბი გვერდების მფლობელებს მსგავსი ქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს მიმართავს.
„ჩემი სახელით მოქმედი ყალბი Facebook, instagram და tiktok გვერდების მფლობელთა საყურადღებოდ!
მე, გოგა მანია, ოფიციალურად ვაცხადებ:
Facebook-ზე instagram_ ზე და tiktok_ზე მრავლად არის შექმნილი ყალბი გვერდები, რომლებიც უნებართვოდ იყენებენ ჩემს სახელსა და ფოტოებს. ჩემთვის ცნობილია, რომ ჩემი სახელით ადამიანებს თანხასაც სთხოვენ.
მსგავსი ქმედებები აზიანებს ჩემს სახელსა და რეპუტაციას და შეცდომაში შეჰყავს ადამიანები, რომლებიც მენდობიან.
მკაფიოდ ვაცხადებ: არავის აქვს უფლება, ჩემი სახელითა და ფოტოების გამოყენებით მოატყუოს ადამიანები, მოითხოვოს თანხა ან ისარგებლოს ჩემი სახელით მოპოვებული ნდობით.
მივმართავ ყველა პირს, ვინც მსგავს ანგარიშებს მართავს: შეწყვიტეთ ჩემი სახელისა და ფოტოების უნებართვო გამოყენება და ნებისმიერი ისეთი ქმედება, რომელიც ადამიანებს შეცდომაში შეიყვანს. აღნიშნული შემთხვევების მტკიცებულებები შეგროვდება და გადაეცემა Meta-ს შესაბამის სამსახურსა და საჭიროების შემთხვევაში სამართალდამცავ ორგანოებს, შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის.
ჩემს ოფიციალურ ფეისბუქ ტიკტოკ და ინსტაგრამ გვერდებს დავურთავ პოსტს!!
ჩემი ვერიფიცირებული გვერდის გარდა, სხვა ანგარიშები ავტომატურად არ უნდა ჩაითვალოს ჩემთან დაკავშირებულ ოფიციალურ გვერდებად.
მეგობრებო და გამომწერებო, გთხოვთ:
არ გადარიცხოთ თანხა საეჭვო ანგარიშებზე ჩემი სახელით.
არ გაუზიაროთ უცნობ პირებს პირადი ან საბანკო ინფორმაცია.
ყალბი გვერდების ბმულები გამომიგზავნეთ პირად შეტყობინებაში და დაარეპორტეთ Facebook-ზე.
გააზიარეთ ეს განცხადება, რათა გაფრთხილება რაც შეიძლება მეტ ადამიანამდე მივიდეს.
ჩემი სახელი არ არის სხვისი სარგებლობისთვის. ჩემი ნდობა არ არის თაღლითობის ინსტრუმენტი. და ჩემი დუმილი არ უნდა გაიგოთ უმოქმედობად.
ამ საკითხზე რეაგირებას მოვახდენ ყველა ხელმისაწვდომი კანონიერი გზით“, - წერს გოგა მანია.