1737285948
„გლოვობს მთელი საგარეჯო, ორი შვილი დარჩა“ – 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა
სამ თვეში ჩატარებული შვიდი ოპერაციის შემდეგ, საგარეჯოში 29 წლის ახალგაზრდა გარდაიცვალა.
29 წლის ალეკო ბასლიკაშვილი უბედური შემთხვევის შედეგად დაშავდა და კომაში იმყოფებოდა.
ექიმებმა ახალგაზრდას შვიდი ოპერაცია ჩაუტარეს, ფინანსური და პირველი ჯგუფის სისხლით დახმარებისათვის, მობილიზებული იყო საზოგადოებაც, თუმცა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ახალგაზრდა კაცის გადარჩენა, ვერ მოხერხდა.
„საუკეთესო, წესიერი და იუმორით სავსე ბიჭი დააკლდა საგარეჯოს. რამდენი იბრძოლა, მაგრამ ამდენ ოპერაციებს ვეღარ გაუმკლავდა. ბოლოს ისევ მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს, ანემია ჰქონდა და პირველი ჯგუფის სისხლი სჭირდებოდა. ძალიან მძიმე ამბავია, დაჯერება გვიჭირს“, - ამბობენ საგარეჯოელები.
29 წლის ალეკო ბასლიკაშვილს, მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.