გლოვის დღესთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

დაშვებული დროშა

საქართველოს პარლამენტის შენობაზე,  ოკუპირებული გალის ტერიტორიაზე, სოფელ საბერიოში  მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო დროშა დაეშვა.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილი მთავრობის შესაბამისი განკარგულების თანახმად, მიმდინარე წლის 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა .

გლოვის დღესთან დაკავშირებით, სახელმწიფო დროშები საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დაეშვა.