გაფრთხილება! 12 300-მდე აბონენტს გაზის მიწოდება შეუწყდება - მისამართები
1736444566
მესტიაში უცხო ქვეყნის მოქალაქის, ვიქტორ სოლოვიოვის მკვლელობისა და ყაჩაღობის საქმეზე დაკავებული - ბეჟან ჭკადუა და რევაზ პაკელიანი წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრობს.
ადვოკატი განმარტავს, რომ ბეჟან ჭკადუა დუმილის უფლებით სარგებლობს, რაც შეეხება რევაზ პაკელიანს, მას გამოძიებისთვის ჩვენება მიცემული აქვს, სადაც გარკვეულ გარემოებებზე საუბრობს, თუმცა, არც ერთი დაკავებული წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ მიიჩნევს.
ადვოკატის თქმით, საქმის გარშემო არაერთი კითხვაა. ხოშტარია და მისი დაცვის ქვეშ მყოფები უარყოფენ ბრალდების ფორმულირებას, რომლის მიხედვითაც, დაკავებულები დაზარალებულებს - ვიქტორ სოლოვიოვსა და მის მეგობარ ქალს თავს ყაჩაღობის, კერძოდ, კი, მობილური ტელეფონის წართმევის მიზნით დაესხნენ.
ადვოკატი ადასტურებს საქმეში ნარკოტიკებთან დაკავშირებით არსებულ ვერსიასაც. ხოშტარიას განმარტებით, ერთ-ერთი ბრალდებულის ჩვენების მიხედვით, დაზარალებულები სავარაუდოდ, ნარკორეალიზატორები იყვნენ.
„ჭკადუა საერთოდ არ საუბრობს, დუმილის უფლება იყენებს, მეორე ამ ვერსიაზე საუბრობს. სავარაუდოდ, ნარკოტიკების ქსელურ რეალიზაციას ეწეოდნენ“, - განაცხადა ხოშტარიამ.
შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, ბრალდებულებმა - რევაზ პაკელიანმა და ბეჟან ჭკადუამ ზუგდიდიდან მესტიაში მიმავალ უცხო ქვეყნის ორ მოქალაქეს ყაჩაღურად თავს დაესხნენ და გასტაცეს მობილური ტელეფონები.
პროკურატურის ცნობითვე, დანაშაულის დაფარვის მიზნით, ბრალდებულებმა, ჯგუფურად ერთ-ერთი დაზარალებული, ვიქტორ სოლოვიოვი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს, ამის შემდეგ, დანისა და ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით მეორე დაზარალებულს მობილური ტელეფონები მოსთხოვეს და გაიტაცეს მესტიის რაიონის სოფელ ნაკრის მიმართულებით.მოგვიანებით, ბრალდებულმა დაზარალებული გაუშვეს, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით მოკლულის ცხედარი მდინარეში გადააგდეს და მიიმალნენ.
რევაზ პაკელიანსა და ბეჟან ჭკადუას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით (დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობა), 179-ე მუხლით (ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად), 143-ე მუხლით და 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16 დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.