„ხუთივე დაღუპული ერთ განსასვენებელში...“ - საბერიოში დაღუპულ ბავშვებს დღეს დაკრძალავენ

საბერიო

საბერიოში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვებს დღეს დაკრძალავენ.

რეგიონალური მედია საბერიოდან მძიმე კადრებს აქვეყნებს და წერს:

 „უმძიმესი ერთი წუთი საბერიოდან: ხუთივე დაღუპული ბავშვი ერთ განსასვენებელში და ანგელოზის ფიგურა ბავშვების ფოტოებთან, სასახლის თავზე“

 

შეგახსენებთ, რომ 5 იანვარს, სოფელ საბერიოში ხანძრის შედეგად 5 ბავშვი დაიღუპა. მათ დღეს, 9 იანვარს დაკრძალავენ.

გლოვის ნიშნად ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

ინფორმაცია, რომ 9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა, 8 იანვარს გაავრცელა მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა.

ტრაგედიის გამო, ოკუპირებულ აფხაზეთში გლოვა 6 იანვარს იყო გამოცხადებული.