ვინ არის ახალგაზრდა მწყემსი, რომელიც გარდაცვლილი იპოვეს

ლენტა

ლაგოდეხში, სასაფლაოზე ნაპოვნ მწყემსის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით არის დაწყებული, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

გაუჩინარებული მამაკაცი სასაფლაოზე დაახლოებით, სამი დღის წინ იპოვეს.

ოჯახის წევრებს ეჭვი აქვთ, რომ ის მოკლულია, თუმცა, გავრცელებული ინფორმაციით, მწყემსი დიდი ხნის გარდაცვლილია, რის გამოც, ცხედარი დაზიანებულია. მოკ­ლუ­ლია 39 წლის მურ­თაზ რუს­ტა­მო­ვი.

"სახ­ლი­დან გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის წინ გა­ვი­და, რომ არ გა­მოჩ­ნდა ვუ­რე­კავ­დი, არ მპა­სუ­ხობ­და, წა­ვე­დი პო­ლი­ცი­ა­ში. გან­ცხა­დე­ბის და­წე­რი­დან რამ­დე­ნი­მე თვის შემ­დეგ შემ­დეგ ჩემი შვი­ლი ტე­ლე­ფო­ნი ად­გი­ლობ­რივ­მა იპო­ვა.

3 იან­ვარს მი­ვე­დი იქ, სა­დაც ჩემი შვი­ლის ტე­ლე­ფო­ნი აღ­მო­ა­ჩი­ნეს და იქ უკვე ჩემი შვი­ლის ნა­წი­ლე­ბი ვი­პო­ვეთ", - ამ­ბობს გარ­დაც­ვლი­ლი ახალ­გაზ­რდას მამა.