„ეს გარდაუვალია“ - გოგა მანიას უახლესი წინასწარმეტყველება
1764185477
სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. მოულოდნელად გარდაიცვალა 17 წლის გიორგი ნავერიანი, რომელიც დამწყები მსახიობი იყო.
„მესტიის კულტურისა და ხელოვნების ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სპექტაკლის „ლუშნუს“ მონაწილეს გიორგი ნავერიანის გარდაცვალების გამო. გიორგი იყო სიცოცხლით, პოზიტივითა და კეთილი ენერგიით აღსავსე ახალგაზრდა, რომელიც თავისი არსებობით მუდამ ახარებდა მის გვერდით მყოფ ადამიანებს...
ვუსამძიმრებთ, პირველ რიგში, ოჯახს, ნათესავებს, ახლობლებს, მეგობრებს და ყველას. ღმერთმა გაგაძლიეროთ, სიტყვებიც კი ზედმეტია მწუხარების გადმოსაცემად. გიორგი, ყველას ძალიან დაგვაკლდები“, - ნათქვამია სამძიმრის ტექსტში.
გიორგი ნავერიანის გარდაცვალების მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.