პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2023 წლის პირველ მატჩში საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა ბათუმში მონღოლეთს უმასპინძლა და 6:1 დაამარცხა. ადგილზე მყოფი გულშემატკივრებისა და ახლა უკვე სოციალური ქსელების მომხმარებლების ყურადღება მიიქცია მეფის სამოსში გამოწყობილმა ახალგაზრდამ, რომლის ფოტოები მალევე სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, მეფის სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდა კაცი იუმორისტი, სცენარისტი, „კრისტალ სპორტზე“ გადაცემის „მიროტას ქუჩა“ წამყვანი გიორგი მიროტაძეა. თუ რატომ გადაწყვიტა ამ ფორმით სიუჟეტის მოსამზადებლად ბათუმში გამგზავრება, თავად გვიამბობს.
„სიუჟეტს ისტორიულ ჭრილში ვიღებდით, გადავწყვიტე, რომ მეფის ფორმით ვყოფილიყავი. ქუჩის შემდეგ სტადიონზე გადავინაცვლეთ, იქ კამერები არ შეგვატანინეს, თუმცა, გარკვეული კადრების გადაღება მაინც მოვახერხე. ხალხს ხელს ვუქნევდი, თვითონაც მიქნევდნენ და ამ ყველაფერმა დადებითი რეაქცია და მუხტი მოიტანა. სიუჟეტის დატვირთვაც ეს იყო, გულშემატკივრები შევაიარაღოთ, როგორც მეთორმეტე მეომარი. მოდიოდნენ, სურათებს იღებდნენ, ისტორია იცოდნენ და ამან „გაასწორა“, იცოდნენ, რომ გიორგი მეშვიდე ვიყავი.“ - გვითხრა გიორგი მიროტაძემ.