სიახლე პენსიონერებისთვის, რომელიც 2025 წლიდან ამოქმედდება
1731785166
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ტრადიციულად ეხმიანება სხვადასხვა ქვეყნებში გავრცელებული ვირუსებისგან შექმნილ ვითარებას. პროფესორი გასცემს რეკომენდაციებს და და საზოგადოებას ისევ აქტიურად მოუწოდებს ვაქცინაციისკენ.
აქვე, გიორგი ფხაკაძე პირადი ცხოვრების შესახებ გამომწერებს სიახლეს უზიარებს და ამბობს, რომ პირველი აგვისტოდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში მომუშავე გუნდს შეუერთდა.
„ეს დღეები ძალიან დაკავებული ვარ. 1-ლი აგვისტოდან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში დავიწყე მუშაობა და ვარ ამ ორგანიზაციის კონსულტანტ-მრჩეველი. ვმუშაობ ძალიან საინტერესო პროექტზე, მალე ამაზე უფრო დეტალებში მოგიყვებით. 15 დღის შემდეგ ჟენევაში მივდივარ“,- ამბობს გიორგი ფახაკაძე.
დამოუკიდებელი ექსპერტი ასევე, საქართველოში, ჯანდაცვის სფეროში, ბოლო დროს განვითარებულ ფაქტებს ეხმიანება.
„ახალი მინისტრის პირობებში ჯანდაცვის სფეროში გარკვეული საინტერესო ცვლილებები ხდება. თუნდაც ის, რომ მინისტრმა განაცხადა, 1 მილიარდი სადღაც დაიკარგაო, ეს ბევრმა სწორად ვერ შეაფასა, მაგრამ ეს გაბედული და სწორი განცხადება იყო. ასევე ის, რომ ჯანდაცვის სფეროში ადამიანური რესურსების კუთხით გარკვეული ცვლილებები განხორციელდა, მისასალმებელია. დიდი ხნის უკან იყო ეს გასაკეთებელი. მე ვფიქრობ, რომ მინისტრი ნელა, მაგრამ სწორი გზით მიდის.
ასევე საინტერესოა, რომ უწყვეტი სამედიცინო განათლების კუთხით გარკვეული ძვრები დაიწყო.8.ცოტა ხნის წინ საჯარო წერილით მივმართე ჯანდაცვის მინისტრს და ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციასთან დაკავშირებით. გუშინ საჯაროდ მივიღეთ ძალიან კარგი და მკაფიო პასუხი: მთავრობა დაიწყებს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციას 2025 წლიდან. პრაქტიკულად, მინისტრი პოზიტიური ცვლილებების განხორციელებას ცდილობს. მე არ ვიცი, შემდეგში ვინ რას ურჩევს, მაგრამ ფაქტია, რომ ამჯერად სწორი გადაწყვეტილებაა მიღებული.
შეგახსენებთ, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის იდეის განხორციელება 2020 წელს წამოვიწყე და ოთხმა სამედიცინო დაწესებულებამ უკვე მიიღო ფრანგული ორგანიზაციის „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“, აკრედიტაცია, ხოლო 40-მა განაცხადი შემოიტანა. როცა ეს პროცესი წამოვიწყე, ყველა მეუბნებოდა, გიორგი, ფანტაზიორი და მეოცნებე ხარ, აკრედიტაცია საქართველოში არასდროს იქნებაო. დრომ საპირისპირო აჩვენა. ახლა ჯანდაცვის მინისტრმა საჯაროდ დააფიქსირა, აკრედიტაციის განხორციელება არის ჯანდაცვის სამინისტროს პოლიტიკა. მე, როგორც ერთი ადამიანი, თავს ბედნიერად ვგრძნობ, რომ ჩემი მოსაზრება, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის უკეთ ფუნქციონირებაში დაეხმარება, პრაქტიკაში დაინერგება. დიდი მადლობა რეგულირების სააგენტოს - როცა საქართველოში ჩამოვედი, მქონდა შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში და დაწვრილებით გავიარეთ ეს საკითხი. გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა რა განცხადებაც გააკეთა, პრაქტიკულად ეს არის იმ შეხვედრის შედეგი. ის სტრატეგია, რაზეც შეხვედრაზე ვისაუბრეთ, სახელმწიფომ მიიღო“,- აღნიშნავს გიორგი ფხაკაძე.