1728933551
ჩემი წამოწყებული საქმე ჯანდაცვის მინისტრმა უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანა - რას წერს გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოზიტიურ ინფორმაციას ავრცელებს, როგორც პროფესორი წერს, ზურაბ აზარაშვილმა თქვა, რომ 2025 წლიდან საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა სავალდებულო იქნება, რაც სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
გიორგი ფხაკაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
„მართლა მიხარია რომ ჩემი 2020 წელს წამოწყებული საქმე ჯანდაცვის მინისტრმა უკვე სახელმწიფოებრივ დონეზე აიყვანა. მისასალმებელია სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის სისტემის ჩამოყალიბება საქართველოში.
აქვე მინდა შევახსენო ჯანდაცვის სამინისტროს, რომ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაციის მცდელობა დაიწყო კიდევ შევარდნაძის მთავრობის დროს და არა ერთი კრახი განიცადა. ვინაიდან ყველა „ახალი“ ექსპერტი მოდიოდა “ახალი” მოსაზრებებით/მიდგომებით და არ ითვალისწინებდა ძველ შეცდომებს და ადგილობრივ გამოცდილებას.
ფრანგულ ორგანიზაცია აკრედიტაცია საზღვრების გარეშე (Accreditation Sans Frontieres) რომელიც უკვე ქართულ სამედიცინო სფეროში საკმაოდ ცნობადია და რა თქმა უნდა არის ასოცირებული ჩემს სახელთან, 2 წელზე მეტია მუშაობს და დაუგროვდა საკმაოდ დიდი გამოცდილება.
საზოგადოებაში საკმაოდ დიდი საინფორმაციო კამპანია ჩატარდა და არა მარტო სამედიცინო სფეროში. პაციენტების ცოდნაც აამაღლა და უფრო გასაგები გახდა, თუ რატომ არის საჭირი სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია.
სასიხარულოა ასევე, რომ 4 სამედიცინო დაწესებულებას უკვე გაიარა ჩვენი აკრედიტაცია და 40 მდე შეიტანა განაცხადი აკრედიტაციაზე. https://www.accreditation.ge/programs
მერე არ თქვას არავინ, ბრძოლას აზრი არ აქვს. დიახ, აქვს. უმრავლესობა იყო ამის წინააღმდეგი მაგრამ ჩემთვის მთავარია შედეგი. ჩემი ერთადერთი და უმთავრესი მიზანია, საქართველოში შეიქმნას უკეთესი ჯანდაცვის სისტემა, რომელიც არის უსაფრთხო, ხელმისაწვდომი და ხარისხიანი
დიახ, სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია საქართველოში დაინერგება (სავალდებულო გახდება) 2025 წლიდან.
ჩემი რჩევა ყველა სამედიცინო დაწესებულებას საქართველოში. სანამ დროა გააკეთეთ შესაბამისი სწორი გადაწყვეტილება და გაიარეთ სამედიცინო დაწესებულებების აკრედიტაცია გიორგი ფხაკაძის მიერ დაარსებულ ფრანგულ სააკრედიტაციო ირგანიზააში, ASF-ში
ASF აკრედიტაცია არის:
ნებაყოფლობითი; მარტივი/გასაგები; მორგებული ქართულ რეალობას; პროცესები გამჭირვალე და რაც მთავარია, აკრედიტაცია ჩვენთან არის უფასო. უბრალოდ გამოაგზავნეთ წერილი: info@accreditation.ge
ყველაფერი შესაძლებელია. ჯანმრთელობას გისურვებთ…“,- წერს გიორგი ფხაკაძე.
15 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი
1728934080