პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, პრემიერ-მინისტრთან და მთავრობის წევრებთან ერთად, პარლამენტის წინ 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო და გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგო.
„9 აპრილი ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში განსაკუთრებული თარიღია – ეს არის დღე, რომელიც, უდიდეს ტკივილთან ერთად, ეროვნული სიამაყის საფუძველსაც ქმნის და ყველას უკეთესი მომავლის იმედს გვაძლევს.
ზუსტად 34 წლის წინ ამ დღეს მომხდარი ტრაგედია თითოეული ქართველისთვის თავისუფლებისთვის ბრძოლისა და ერთიანობის სიმბოლოდ იქცა. ჩვენი ვალია, ერთობლივი ძალისხმევითა და შემართებით ყველაფერი გავაკეთოთ, რათა მოვუფრთხილდეთ უძვირფასეს მონაპოვარს – საქართველოს თავისუფლებას, რომლისთვისაც ჩვენმა თანამემამულეებმა თავი გაწირეს“, - განაცხადა გიორგი ამილახვარმა.
1989 წლის 9 აპრილს, თბილისში, საბჭოთა არმიამ დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები. შედეგად, დაიღუპა 21 ადამიანი, ხოლო ათასობით მოქალაქე კი დაშავდა.