„მე ახლა ვიფურჩქნები...“ - სვეტა ბაგდასაროვა

sveta

„პრაიმ ჰაუსის“ შაბათის ლაივამდე სვეტა ბაგდასაროვამ გულშემატკივრებს მიმართა და მადლობა გადაუხადა.

ყველას მადლობას გიხდით ამ სითბოსთვის, ტკბილი სიტყვებისთვის, მხარდაჭერისთვის... ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამდენი კეთილი ხალხი არსებობს. ვინც ცუდ კომენტარებს მიწერთ, ღმერთის გეშინოდეთ. გიყვარდეთ თქვენი თავები და შვილები - მე ყველა ქალი და ყველა დედა მიყვარს. არ ვთვლი, რომ 37 წლის ასაკში ბებერი ვარ... მე ახლა ვიფურჩქნები და ნამდვილად, ძალიან ახალგაზრდა ვარ. 5 კილოგრამი მოვიმატე, მაგრამ ახლა „პრაიმ ჰაუსში“ რომ დავბრუნდები, ისევ დიეტას ვიწყებ და ცეკვას ყოველ დილით.“ - ამბობს სვეტა.