სიკვდილის შემდეგ სხეულის გაყინვა 28 000 დოლარი ეღირება

გაყინვა

სიკვდილის შემდეგ სხეულის გაყინვა $28 000 ეღირება. იდეის ავტორი უისკონსინის შტატში მდებარე კრიონიკის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, დენის კოვალსკია. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

მისი თქმით, შეთავაზებით 200 ადამიანი უკვე დაინტერესდა.

Interesting Engineering-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ გაყინვის ტექნოლოგიის სახელწოდება კრიონიკაა. ზოგიერთ მომხრეს სწამს, რომ ადამიანის გვამის გაყინულ მდგომარეობაში შენახვა რეინკარნაციის წინაპირობაა.

თუმცა კრიონიკა საზოგადოების ნაწილში განიხილება, როგორც ფსევდომეცნიერება.

„100 წლის შემდეგ შეიძლება ადამიანთა გაცოცხლება შევძლოთ. თუმცა ეს მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, თუ სხეულს იდეალურად შევინახავთ. ამიტომ ადამიანებს გაყინვას ვთავაზობთ“, - ამბობს პროფესორი.

ზოგიერთ კვლევაში ნათქვამია, რომ უკიდურესად დაბალი ტემპერატურის შედეგად შექმნილ პირობებს ქსოვილის შენარჩუნება საუკუნეების განმავლობაში შეუძლია. პროფესორ კოვალსკის იდეაა, რომ ბიუროკრატიული პროცედურა გამარტივდეს, ის ფინანსურად ხელმისაწვდომი იყოს და სხეულის გაყინვა ოჯახის გადაწყვეტილებითაც შესაძლებელი გახდეს.