როდემდე გაგრძელდება წვიმა და როდის გამოიდარებს საქართველოში - ნახეთ, განახლებული პროგნოზი
1742553219
ბავშვებისთვის ახალი სამაგიდო თამაში "COVID-AKI" შეიქმნა, რომელსაც შემეცნებითი დატვირთვა აქვს და მოსწავლეებს სასიამოვნო ფორმით ასწავლის, კორონავირუსისაგან თავის დაცვის წესებს.
2020 წლის კარანტინის პირველი დღეები იყო, როდესაც ფილოლოგი გეორგია კალპაზიდუ ცდილობდა, კარანტინის გამო სახლში გამოკეტილი შვილისთვის შემოქმედებითი გასართობი გზები მოეძებნა და ამავე დროს მისთვის გასაგებად აეხსნა ის ახალი წესები, რომელიც პანდემიის გამო, კაცობრიობის ყოველდღიურ ცხოვრებაში დაწესდა.
ამგვარად დედა-შვილმა, სახატავ რვეულში, დახატეს სამაგიდო თამაშის დაფა კლასიკური თამაშის "გველის"ლოგიკის მიხედვით.
ნახატზე გამოსახული იყო მარშრუტი, ბევრი გაჩერებებით, რომელთაგან ზოგიერთი გასცემდა ისეთ ინსტრუქციებს, როგორიც არის ხელების დაბანა, დეზინფექცია, ოთახის განიავება და ასე შემდეგ.
თამაშში მოგებულად ის ითვლებოდა ვინც პირველი მიაღწევდა დაფის ბოლო გაჩერებას წარწერით "ვრჩებით უსაფრთხოდ"
ბერძნული მედიის ინფორმაციით, სწორედ ასე დაიბადა ახალი სამაგიდო თამაშის "COVID-AKI"-ის იდეა.
მოგვიანებით ფილოლოგმა თავისი გამოცდილება ახალგაზრდა ქალთა, არაკომერციულ კომპანია "R.E.V.M.A"-ს გაუზიარა. კომპანიის წევრები კი დაუკავშირდნენ მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებს, და შესთავაზეს მათ სამაგიდო თამაშის იდეის განხორციელება და გავრცელება, როგორც გასართობი და სასიამოვნო შემეცნებითი საშუალება მოსწავლეებისთვის ჯანმრთელობის პროტოკოლებისა და კორონავირუსისგან თავის დაცვის წესების სასწავლებლად.
მუნიციპალიტეტმა მხარი დაუჭირა და დააფინანსა, ორიგინალური საგანმანათლებლო თამაშის "COVID-AKI"- ის განხორციელება და გამოცემა.
წყარო: exclusive tv