VIDEO: მაქსიმ გალკინმა მისთვის ყველაზე საყვარელი ქართული სიმღერა დაასახელა და გამომწერებს უმღერა
1740247052
დანიის ჯანდაცვის მინისტრის, მაგნუს ჰოინიკეს განცხადებით, „ომიკრონის“ ქვესახეობა (BA.2) უფრო გადამდებია, თუმცა უფრო მძიმე დაავადებას არ იწვევს.
ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„ჯერჯერობით არ არსებობს იმის მტკიცებულება, რომ BA.2 ვარიანტი უფრო მძიმე დაავადებას იწვევს, თუმცა ის უფრო გადამდებია და სწრაფად ვრცელდება“, - აღნიშნა დანიის ჯანდაცვის მინისტრმა.
ცნობისთვის, კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ახალი ქვესახეობა (BA.2) დიდ ბრიტანეთში პირველად 21 იანვარს აღმოაჩინეს.