1500 და 4500 ლარი ოჯახებს - ნახეთ, ხართ თუ არა იმ პირთა სიაში, ვინც ფინანსურ დახმარებას მიიღებს
1747049356
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით ახალციხეში, "ახალციხის ციხეზე" ახალი, ყოველწლიური, ღვინის ფესტივალი „ღვინის დღეები საქართველოში“ გაიმართა. მთელი დღის განმავლობაში ადგილზე მისულ სტუმრებს საშუალება ქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ღვინის, მესხური ყველისა და პურის დეგუსტაციაში. მონაწილეებისთვის ახალციხის ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილი იყო სამახსოვრო სუვენირების გამოფენა-გაყიდვა.
კვების სივრცე მრავალფეროვანი კერძებით.
გაიმართა საბავშვო შემეცნებითი აქტივობები; შემეცნებითი თამაში „ქართული ღვინის ისტორია“. მასტერკლასი: ღვინის სახეობები და კერძების შეხამება; ღვინის დეგუსტაცია და შემეცნებითი საუბარი მოწვეულ სპეციალისტთან ერთად.
დღის ბოლოს ღონისძიება მუსიკალური პროგრამით ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“, ნორვეგიელ მომღერალთა გუნდმა „Sunnmøre Prosjektkor”, ანა ჟორდანიამ და ჯაზ-კვარტეტმა - პროექტით „ჯაზი ღვინოსთან“ დაასრულეს.