გერმანიის მოქალაქე საქართველოში ნათესავებს ეძებს

გერმანიის მოქალაქე

სოციალურ ქსელში ლია წიქარიშვილი გერმანიის მოქალაქის,  არნოლდ დინელტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის მამაც, ბორჯომში დაიბადა.

პოსტს „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ:

„ამ ფოტოს და პოსტს ვდებ ბატონი არნოლდ დინელტის (Arnold Dinelt) სურვილით. ის გერმანიის მოქალაქეა, დაიბადა ბერლინში, 1951 წელს. მისი მამა, ალექსანდრე დინელტი დაიბადა 1891 წელს ბორჯომში, იყო თბილისელ ქალბატონზე დაქორწინებული, შემდეგ დაშორდნენ, იბრძოდა 1 მსოფლიო ომის დროს რუსულ გვარდიაში, შემდეგ გერმანიაში დასახლდა და დაქორწინდა. საქართველოში დარჩნენ ბატონი ალექსანდრეს მამა, ადოლფ დინელტი და ძმა, კარლ დინელტი. ბატონი არნოლდი დაინტერესებულია, გაიცნოს ნათესავები. გთხოვთ, დაეხმაროთ ბატონ არნოლდს. სამწუხაროდ, მამის ფოტო არ აქვს, ამიტომ საკუთარ ფოტოს აქვეყნებს,“ - წერს ლია წიქარიშვილი.