გავრცელებული ცნობით, მეუფე სტეფანეს ქვეყნის ფარგლებს გარეთ დიაგნოსტიკური კვლევა უტარდება

მეუფე სტეფანე

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტი, მეუფე სტეფანე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან დაკავშირებით საზღვარგარეთ, კერძოდ, კი  ჩეხეთში გადაიყვანეს.

როგორც „პრაიმტაიმს“ წყაროები უდასტურებენ, მეუფემ რამდენიმე დღის წინ წირვის დასრულების შემდეგ თავი შეუძლოდ იგრძნო.

ინფორმაცია მეუფის ავადმყოფობის შესახებ ამ დრომდე საპატრიარქოს არ დაუდასტურებია.

მეუფე სტეფანე ხუთშაბათს არც წაჩხურობის დღესასწაულზე გამოჩენილა.

მეუფეს შარშან თორმეტგოჯა ნაწლავი გაუსკდა და მაშინ იგი კელიაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს. მას ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ერთ-ერთ კლინიკაში დიაგნოსტიკური კვლევა უტარდება.

ბოლოს ჭყონდიდის ეპარქიის ვებ-გვერდზე მეუფის ქადაგება 17 აპრილით თარიღდება.