„გავრცელებული ხმები, თითქოს ანომალიურად ცხელი ამინდია მოსალოდნელი, არ შეესაბამება სინამდვილეს“ - მეტეოროლოგი

ამინდი

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს. 

„საქართველოში დაიწყო მზიანი და ზაფხულისთვის დამახასიათებელი მეტეოროლოგიური დღეები. მომდევნო დღეებში ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია ძირითადად უნალექო ამინდი.

ჰაერის ტემპერატურა იქნება ნორმის ფარგლებში +30, +32 გრადუსი.

გავრცელებული ხმები, თითქოს ანომალიურად ცხელი ამინდია მოსალოდნელი, არ შეესაბამება სინამდვილეს. ამ ეტაპზე მსგავსი საფრთხე არ არსებობს პროგნოზები მიუთითებს სტაბილურ, ზომიერ ზაფხულის პირველი ნახევრის პირობებზე",- წერს ფარტენაძე.