Fox News: დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტი გახდა
1730875844
საქართველო პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი რეჟისორ თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს. მთავრობის მეთაური უსამძიმრებს ოჯახსა და ახლობლებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დიდი ქართველი რეჟისორის, ბატონი თემურ ჩხეიძის გარდაცვალების გამო. ბატონი თემურის უნიკალური ხელწერით შექმნილი, ღრმა ჰუმანიზმით განმსჭვალული სპექტაკლები მაყურებელთა არაერთმა თაობამ შეიყვარა და მსოფლიო თეატრალური საგანძურის მნიშვნელოვან ნაწილად იქცა. იგი გამორჩეულ ფიგურად დარჩება ქართული კულტურის ისტორიაში. ამ მძიმე წუთებში სამძიმარსა და თანადგომას ვუცხადებ ბატონი თემურის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს“, - ნათქვამია პრემიერის სამძიმრის წერილში.