პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ორი წლის წინ, სოციალურ ქსელში მისმა გამოქვეყნებულმა სტატუსმა, მთელი საქართველო შეძრა. მოზარდ მაყურებელთა თეატრის უკიდურეს გაჭირვებაში მყოფი რეჟისორი მაია შენგელია, საზოგადოებას დახმარებას სთხოვდა.
უბინაოდ დარჩენილ ქალბატონს ქირის გადაუხდელობის გამო საცხოვრებლის დატოვებას სთხოვდნენ. წერდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში შიმშილს მიტოვებული ხილის ბაღებიდან მოპარული ნაყოფით ებრძოდა… მისი სულის შემძვრელი ისტორია საზოგადოებამ მაშინვე აიტაცა და მორალურთან ერთად მცირე მატერიალური დახმარებაც გაუწიეს. ეს იყო ორი წლის წინ...
„პრაიმტაიმი“ ჯერ კიდევ მაშინ დაინტერესდა, როგორ და რა პირობებში ცხოვრობდა რეჟისორი. მასზე სტატია და სატელევიზიო რეპორტაჟი მოვამზადეთ. უკიდურეს გაჭირვებასთან მებრძოლი ქალი, ძმის გადარჩენისთვის იბრძოდა. მისი ერთადერთი ოჯახის წევრის, უმძიმესი დაავადება ახალი გაგებული ჰქონდა…
რამდენიმე დღის წინ მაიამ, სამწუხარო ინფორმაცია გაავრცელა: „გათავდა! ძმა აღარ მყავს!“- დაწერა მაიამ.
„ჩემო მეგობრებო, ყველას დიდ მადლობას გიხდით ჩემი მწუხარების გაზიარებისთვის! ღმერთმა სულ სიკეთე მოგცეთ! მე, რომელიც მრავალსულიან ოჯახში გავიზარდე და ჩემს ოჯახში მუდმივად ცხოვრობდნენ სხვადასხვა გარეშე პირებიც და მუდამ ხმაური იყო, ამ საღამოდან სიჩუმეს და სიმარტოვეს უნდა შევეგუო... დღეიდან აღარავინ მყავს საზრუნავი და აღარც გულშემატკივარი... ჯერ კიდევ არ ვიცი როგორ უნდა გავაგრძელო ცხოვრება... ჯერ კიდევ არ ვიცი რა გზას დავადგები... ვეცდები არ გაგიწბილოთ გვერდში დგომა და არ ჩავიკარგო ყოფის არარაობაში...“- წერს მაია შენგელია.