„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
გიორგი ვარდოსანიძე მამა გახდება. ამის შესახებ მსახიობმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა და ვიდეოც გამოაქვეყნა. ვიდეო ექოსკოპიის კაბინეტშია გადაღებული.
„თქვენს წინაშეა ჩემი შვილი და მისი გმირი დედა... თუ მჯეროდეს. ახტააა, ახტააა...“ - წერს გიორგი.
გიორგი ვარდოსანიძის რჩეული მარიამ უშვერიძეა. როგორც მარიამის სოციალური ქსელიდან ვიგებთ, იგი 12 კვირის ორსულია.
„პირველი გულისცემის მოსმენა იყო ჩემთვის ყველაზე ემოციური მომენტი, ამაზე მაღალი სიხშირე არსებობს?“,- წერს მარიამი.
