„ეს იყო ისეთი რამ, რასაც არ ველოდით...“ - რას წერს დარენ პრინცი ნუცა ბუზალაძესთან დაშორების შემდეგ
1785441025
ჩინეთის არმიამ, სამხედრო წვრთნებისას, ტაივანის სრუტის შუა ხაზი გადაკვეთა, რაც ტაივანის თავდაცვის სამინისტრომ უკიდურესად პროვოკაციულ აქტად შეაფასა. ჩინეთის ქმედების პასუხად, ტაივანმა სიტუაციაზე მეთვალყურეობის მიზნით, საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა საჰაერო პატრულირების ძალები, სამხედრო გემები და სარაკეტო კომპლექსები.
გუშინ, სამხედრო წვრთნების ფარგლებში, ჩინეთმა ტაივანის ჩრდილო-აღმოსავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირებთან 11 ბალისტიკური რაკეტა გაისროლა.
ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა, ნენსი პელოსიმ აღნიშნა, რომ პეკინი ვერ მოახერხებს ტაივანის იზოლაციას და ჩინეთს მოსთხოვა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ტაივანთან ახლოს რაკეტების გაშვება.