გასული დღე-ღამის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში სხეულის რამდენიმე ფრაგმენტი იპოვეს

შოვი

გასული დღე-ღამის განმავლობაში შოვში, სტიქიის ზონაში სხეულის რამდენიმე ფრაგმენტი იპოვეს, თუმცა ამით მაინც არ შეცვლილა საერთო მონაცემები, რადგან დნმ-ისა და ექსპერტიზის შედეგად უნდა დადგინდეს აღმოჩენილი ფრაგმენტები უკვე აქამდე ნაპოვნ დაღუპულებს ეკუთვნის, თუ სხვა დაკარგულებს.

ერთით გაიზარდა იდენტიფიცირებულთა რიცხვი. სოფელ გლოლას მკვიდრი, სოფო ბაკურაძე ამოიცნო საკუთარმა ოჯახმა და მისი პანაშვიდი საკუთარ სახლში მიმდინარეობს. რაც შეეხება მანამდე იდენტიფიცირებულ გენადი სულთანიშვილს, მისი სამოქალაქო პანაშვიდი დაიწყება დღეს ონის კულტურის სახლში.

9 ადამიანს ამ დრომდე ეძებენ სტიქიის ეპიცენტრში.

ასევე ნახეთ:

„პრობლემებია შუადღით თუნდაც სეირნობისას, სუსტი ჯანმრთელობის ადამიანებისთვის კი შედეგი არის ხშირად ცუდი“ - მეტეოროლოგი მოსახლეობას აფრთხილებს

VIDEO: ბავშვი საფლავზე დააწვინეს და თავისი ფეხით ადგა - სასწაულებრივად განკურნებული მოზარდის ამბავი

4 წლის გიორგი ხორბალაძის უკანასკნელი კადრები შოვიდან