3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს
1711546560
მოცეკვავე მარი ბაბეტას ოჯახს საზოგადოების დახმარება სჭირდება.
3 იანვარს, ღამით ახალგაზრდა ქალი ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა. შემთხვევა შარდენის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 03:30 საათზე მოხდა. სხვა დეტალები უცნობია. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.
მარი ბაბეტას მეგობარი, გემა ხაგუში საზოგადოებას თანადგომისკენ მოუწოდებს და დაღუპულის ოჯახის დასახმარებლად ანგარიშის ნომერს აქვეყნებს.
„ასეთ დროს ჩვენ თუ დავუდგებით ერთმანეთს გვერდში. იქნებ, მცირედით მაინც დავეხმაროთ. ყველამ სულ რომ 5 ლარი მაინც ჩავრიცხოთ, ამით გვერდში დავუდგებით მარი ბაბეტას ოჯახს“. – ამბობს გემა ხაგუში.
მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლია ანგარიშის ნომერზე: #GE95BG0000000539654138 - ბაბეტა თოფურია
ცნობისთვის, ახალგაზრდა მოცეკვავე, პირველად, "X-ფაქტორში" გაიცნო მაყურებელმა. წლების განმავლობაში, რეპერ "შავი პრინცის" მეუღლე იყო. წყვილს საერთო შვილი გოგონა ჰყავთ. განქორწინების შემდეგ, ბაბეტა, მშობლებთან და შვილთან ერთად, თბილისში ცხოვრობდა.
ასევე ნახეთ:
„ახლაც არ მჯერა, რომ ის ცივი სხეული შენია...“ - რას წერს „პრაიმ ჰაუსის“ ყოფილი მონაწილე
3 საკვები, რომელიც თავის ტკივილს იწვევს
1711546560