პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ცნობილი ექიმი რადიოლოგი, მეცნიერი, აკადემიკოსი ნიკოლოზ (კოკა) ხუტულაშვილი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში ექიმი ჯონი ჯანაშია ავრცელებს.
,,ჩვენი კოკა აღარა გვყავს, კოკა ხუტულაშვილი, ჩემი ეკა კვირტიას მეუღლე, არაჩვეულებრივი ექიმი, გამორჩეული, თავისი საქმის დიდოსტატი, თბილი და ყურადღებიანი ადამიანი...", - წერს ჯონი ჯანაშია სოციალურ ქსელში.
ნიკოლოზ (კოკა ) ხუტულაშვილი 1990 წელს აკადემიკოს ფრიდონ თოდუასთან ერთად მონაწილეობდა საქართველოში პირველი კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების შექმნაში, რომლის ხელმძღვანელიც იყო ათი წლის განმავლობაში.
2005-2009 წლებში ის იყო თბილისში ტელე-მედიცინისა და ინტერვენციული რადიოლოგიის ცენტრის კლინიკური დირექტორი;
2009-2011 წლებში - საქართველოს ქირურგიის ინსტიტუტის კომპიუტერული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი;
2011 წლიდან ნიკოლოზ (კოკა ) ხუტულაშვილი აზერბაიჯანში, ქალაქ განჯაში სამკურნალო დიაგნოსტიკური ცენტრის "ახალი განჯა" მთავარი ექიმი და რადიოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი იყო.
იყო 112 სამეცნიერო შრომის ავტორი. 2003 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.