გარდაიცვალა საქართველოს ტელევიზიის ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია

თამაზ ჩიქვანაია

ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ, გარდაიცვალა საქართველოს ტელევიზიის ჟურნალისტი თამაზ ჩიქვანაია.

80-იან წლებში იგი იყო პირველი საავტორო საინფორმაციო პროგრამა „მოამბის“ წამყვანი, ასევე წლების განმავლობაში იყო საქართველოს ტელევიზიის ლიტერატურული რედაქციის ხელმძღვანელი, გადაცემის „ფორტუნა“ ავტორი და პროდიუსერი.

თამაზ ჩიქვანაიას ქართულად ნათარგმნი აქვს მსოფლიო პროზის რჩეული მოთხრობები.

„პრაიმტაიმი“ მწუხარებას გამოთქვამს თამაზ ჩიქვანაიას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს და მეგობრებს.