Politico: ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი გადადგა და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“

Politico: ფრანგი ევროკომისარი ტიერი ბრეტონი გადადგა და დაწერა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის მმართველობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“

ფრანგმა ევროკომისარმა ტიერი ბრეტონმა თანამდებობა დატოვა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი იმაში დაადანაშაულა, რომ ის მის პოზიციებს ძირს უთხრიდა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ბრეტონი ბრიუსელში მის თანამდებობაზე მეორე ვადით წარადგინა, თუმცა ფრანგი დიპლომატი დარწმუნებულია, რომ ფონ დერ ლაიენი მის ზურგს უკან ცდილობდა მაკრონის გადარწმუნებას

„თქვენ საფრანგეთს სთხოვეთ ჩემი კანდიდატურა უკან გაეწვია - პირადი მიზეზების გამო, რომლებიც ჩემთან პირადად არ განგიხილავთ“, - მიმართა ბრეტონმა ფონ დერ ლაიენს სოციალურ ქსელ X-ზე.

Politico წერს, რომ ეს მოულოდნელი ფაქტია ევროკავშირში ძალაუფლების გადაცემის პროცესში, რომელსაც უკვე აჭიანურებს წევრი ქვეყნების ეროვნული პოლიტიკა და ფონ დერ ლაიენის მცდელობები კომისრების კოლეგია გენდერული ბალანსის პრინციპის დაცვით შეადგინოთ. სლოვენიამ და რუმინეთმა ევროკომისიის პრეზიდენტის ზეწოლის გამო უკვე ჩაანაცვლებს კაცი კანდიდატები ქალებით.

ბრეტონი წერს, რომ ფონ დერ ლაიენის ხელმძღვანელობა „კითხვის ნიშნებს აჩენს“. Politico კი აღნიშნავს, რომ ბრეტონსა და ფონ დერ ლაიენს შორის უთანხმოება როგორც კერძო საუბრებში, ასევე საჯაროდ სხვადასხვა საკითხზე უკვე 5 წლის განმავლობაში გრძელდება.

ბრეტონის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ პარიზს კომისრის თანამდებობაზე ახალი კანდიდატის წარდგენა მოუწეს.