“გარდაიცვალა ჩვენი სკოლის მესამე კლასის მოსწავლე” - 147-ე სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს

გლოვა

თბილისის, 147-ე საჯარო სკოლა სამძიმრის წერილს ავრცელებს. 

"სსიპ ქალაქ თბილისის #147 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ჩვენი სკოლის III კლასის მოსწავლე -ნიცა ჟორჟოლიანი 🖤. ნიცა იყო სიცოცხლით სავსე, მეგობრული, თბილი და შემოქმედებითი მოსწავლე. სიტყვები უძლურია მწუხარების გამოსახატად. თანავუგრძნობთ ოჯახს, ახლობლებს...",-ნათქვამია განცხადებაში.