„გაოგნებული ვუყურებდი, ისეთი რაღაც მითხრა..." - რა ისტორიას იხსენებს მაკა ჩიჩუა ილია მეორესთან დაკავშირებით

ილია მეორე

მაკა ჩიჩუა პოდკასტს,  „მერე' სტუმრობდა, სადაც  ილია მეორესთან დაკავშირებით აქამდე უცნობი ისტორია გაიხსენა.

„ჩემი და გიორგის ერთობაზე ატყდა ამბავი, რომ პრეზიდენტს ოფიციალური ცოლი უნდა ჰყავდესო. ერთად მივედით პატრიარქთან... მერე ვკითხე, რატომ მოხდა ასეთი რაღაც, ძალიან დიდი თავდასხმა იყო და თქვენ პირიქით იმავე დღეს გადაწყვიტეთ კარი გაგეღოთ-თქო. ვკითხე თქვენ როგორ თვლით, აუცილებელია რომ ჯვარი დავიწეროთ-თქო? მე თვითონაც გამიკვირდა, გაოგნებული ვუყურებდი, ისეთი რაღაც მითხრა... როცა თქვენ გადაწყვეტთ მაშინ შეგიძლიათ, მთავარი სიყვარულიაო" - იხსენებს მაკა ჩიჩუა.