„განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ ბავშვები და ხანდაზმულები“ - ექიმი ასახელებს ვირუსულ ინფექციებს, რომლებიც ზაფხულში მწვავდება

ინფექცია

ზაფხულში ვირუსული ინფექციები საკმაოდ აქტუალური ხდება, თუმცა, მათი სახე და გავრცელების მექანიზმები ხშირად განსხვავდება ზამთრის სეზონურ ინფექციებთან შედარებით.

გაზაფხულზე გვხვდება რესპირაციული ინფექციები, ზაფხულში ხშირია კუჭ-ნაწლავის დაზიანებები - ამბობს ექიმი ალექსანდრე გოგინავა. 

ზაფხულში ხშირია ასევე ენტეროვირუსული ინფექციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს როგორც ყელის ტკივილითა და სურდოთი, ისე დიარეით, გულისრევითა და ღებინებით.

ინფექციის გავრცელების მთავარი გზებია დაბინძურებული საკვები და წყალი, დაუბანელი ხელები და ინფიცირებულ ადამიანთან კონტაქტი.

განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ ბავშვები, ხანდაზმულები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, რადგან კუჭ-ნაწლავის ინფექციებმა შეიძლება სწრაფად გამოიწვიოს გაუწყლოება.

პრევენციისთვის ექიმები რეკომენდაციას უწევენ ხელების ხშირ დაბანას, მხოლოდ უსაფრთხო წყლის გამოყენებას, მალფუჭებადი პროდუქტების სწორად შენახვას და ქუჩაში გაყიდული საეჭვო საკვებისგან თავის შეკავებას.