1728312638
სკოლებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
17 იანვარს, სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად, საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია, - ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.
„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მშობლებს კვლავ აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა. კოვიდ ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში, კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება“, - აცხადებენ სამინისტროში.
მინისტრის პირველი მოადგილე თამარ მახარაშვილი საჯარო სკოლებს ესტუმრა და სასწავლო პროცესის დაწყების სამზადისს პირადად გაეცნო.
ასევე ნახეთ - ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას
უბედურ შემთხვევას 11 წლამდე ბიჭი ემსხვერპლა
1728330888