რისი წელი იქნება 2027 და რომელი ზოდიაქოს ნიშნები იქნებიან წლის ფავორიტები
1788890595
გერმანიაში 72 წლის ქალი დააპატიმრეს, რომელსაც ბრალად ერთ-ერთ კლინიკაში პაციენტისთვის სასუნთქი აპარატის ორჯერ განზრახ გათიშვა ედება. შემთხვევა 2022 წელს მოხდა. ამის შესახებ The Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ქალაქ მანჰეიმში მოხდა. დაკავებული კლინიკაში მოათავსეს, მასთან ერთად პალატაში კიდევ ერთი 79 ქალი იწვა. მოხუცი მეორე პაციენტის სასუნთქი აპარატის ხმამ გააღიზიანა და ის განზრახ გამორთო. ამის შემდეგ კლინიკის პერსონალმა მას აუხსნა, რომ პაციენტისთვის აპარატი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო და მისი გამორთვა არ შეიძლებოდა. ამის მიუხედავად, მოგვიანებით, ქალმა აპარატი ისევ გამორთო.
კლინიკის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ექიმებს 79 წლის პაციენტისთვის სარეანიმაციო ღონისძიებების ჩატარება მოუწიათ.