„გამარჯვებული ვაჟკაცები სიკვდილს პირში უცინიან“ - მამა ანდრია ჯაღმაიძე გუდაურის ტრაგედიაზე

ვერტმფრენი

გუდაურში დატრიალებულ ტრაგედიას საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი, მამა ანდრია ჯაღმაიძე ეხმაურება.

„ამ ქვეყანას დატოვებს ყველა და როგორც ამბობენ, გამარჯვებული ვაჟკაცები სიკვდილს პირში უცინიან. სახარებაც ამბობს, რომ საუკეთესოა გასვლა ამ სოფლიდან, როდესაც სხვის გადარჩენაში შემდგარი გადის ადამიანი.

„უფროჲსი ამისსა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს"( იო.15.13).

ღმერთმა აცხონოს სხვის საშველად წასული და დაღუპული ადამიანები.

და ჩვენ კი ვიგლოვოთ ღირსეულად, როგორც იმსახურებენ, ნუ შეგვეცვლება გლოვა ერთმამეთის განკითხვაში.“, - წერს მამა ანდრია ჯაღმაიძე.