გაიცანით თბილისელი ახალგაზრდა, რომელსაც სახლში ნიანგი და 15 გველი ჰყავს

niako

ნიანგი და 15 გველი თბილისში, ერთ-ერთ უბანში, სახლში ბინადრობენ, მათი პატრონი უშიშარი, ალბათ, ყველაზე გამბედავი და ექსტრემალია. ის 35 წლის შოთა ზანდუკელია, რომელსაც "პრაიმტაიმი" ესაუბრა. 

ამბობს, რომ მისი მეგობრებისთვის სრულიად ჩვეულებრივი მოვლენაა სახლში, შინაურულ გარემოცვაში ჭრელი გველების არსებობა, მათ შოთა ზანდუკელის ნიანგს ნიაკო შეარქვეს... 

"ბავშვობიდან ცხოველები ძალიან მიყვარდა, მქონდა შინაურ ცხოველებთან შეხება დაახლოებით, 6 წლის ასაკიდან. 9 წლის ვიყავი, როცა ლისის ტბაზე პირველად გველი დავიჭირე. მერე შხამიანი გველების დაჭერაზე გადავედი... ამ ფაქტმა ჩემი ინტერესის რადიკალური ცვლილება გამოიწვია და დიდი ინტერესით მოვეკიდე, რაც ჩემს პროფესიად იქცა. 

ოჯახი, რა თქმა უნდა, ცდილობდა, ქვეწარმავლები სახლში არ მიმეყვანა, მაგრამ საბოლოო ჯამში მე გავიმარჯვე და სახლში ნიანგის გარდა 15 გველი მყავს, მათთვის ცალკე სივრცე მაქვს მოწყობილი, ტერარიუმებია და იქ ბინადრობენ. 

- როგორია მეზობლების რეაქცია ამ ყველაფერზე?

- მეზობლებმა იციან და უპრობლემოდ იღებენ, წინააღმდეგობა არ აქვთ. ჩემი მეგობრების დიდმა ნაწილმა ჩემი წყალობით დაძლია გველების შიში, მათთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. 

- რა იქნება თუ თქვენი რჩეული გველებთან და ნიანგთან "თანაცხოვრების" წინააღმდეგი იქნება?

- რა თქმა უნდა, ქვეწარმავლები ცალკე მეყოლება თუ ჩემს საყვარელ ადამიანს ქვეწარმავლების შიში ექნება.