დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ჟურნალისტი, თამარ ოქრუაშვილი, ტკბილეული გამყიდველი კაცის შესახებ სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
მისი თქმით, სურს რომ ამ ადამიანის შესახებ მეტმა გაიგოს.
„არ შემეძლო არ დამეწერა... ამ საოცარმა ადამიანმა დღეს, რაღაც შეცვალა ჩემში, რაც სულ მემახსოვრება. - დიდუბის ე.წ. "ოკრიბას" ა/სადგურში "ბუბლიკებს" მთავაზობდა შესაძენად. ტკბილეული არ მინდოდა და მისი საფასური - ხურდა ვაჩუქე. მიკროავტობუსიდან მოსაწევად ჩავედი და ვხედავ, რომ ეს ადამიანი თავის ერთ შეკვრა ტკბილეულს იქვე მყოფ ყავარჯნიან ახალგაზრდა კაცს სჩუქნის. მომიბრუნდა და ძალიან ბედნიერი სახით მითხრა - უნდოდა და ვაჩუქეო. მოკლედ, ცოტა გულაჩუყებული, გამთბარი და ჩაფიქრებული ვმგზავრობ დასავლეთისკენ. მისი ნებართვით ფოტო გადავუღე, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა ბევრი იცნობდეს ამ კაცს - სახელად სიკეთე. გოჩა მუკბანიანი“, - წერს თამარ ოქრუაშვილი.