„სამშაბათს რასაც ვიტყვით, ახდება“ - ასტროლოგის გაფრთხილება
1732556574
„ერთხელ, სკოლიდან როცა შინ ვბრუნდებოდი, მაშინ მომინდა პირველად ამის გაკეთება: რასაც ვფიქრობდი, იმაზე ხმამაღლა ლაპარაკი დავუწყე საკუთარ თავს ინგლისურად…
მივეჩვიე ამას და შემთხვევით გზაზე გამვლელს რომ არ გასცინებოდა, ტელეფონს მივიდებდი ყურთან, თითქოს ვიღაცას ვესაუბრებოდი. მთავარი კომუნიკაციაა. ამიტომაც, თუ ვინმე ინგლისურენოვანთან კომუნიკაცია შეუძლებელია, შეიძლება საკუთარ თავსაც მოუყვე რამე,“ – თავის მეთოდს გვიზიარებს ქეთი შავაძე, როგორ ისწავლა ინგლისური ენა რეპეტიტორის გარეშე ისე, რომ ეროვნულ გამოცდებზე 70 ქულიდან 70 აიღო.
ქეთი შავაძე ხულოში, სოფელ დიდაჭარაში ცხოვრობს. ქეთი ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში კომპიუტერული მეცნიერებების შესწავლას აპირებს. ერთიანი ეროვნული გამოცდების სხვა საგნებში ქეთის შედეგები ასეთია: ქართული ენა და ლიტერატურა 60-დან 58 ქულა, მათემატიკა – 51-დან 37 ქულა.
ქეთი არც სხვა საგნებში მომზადებულა რეპეტიტორებთან.
„…მე-9 კლასის ჩათვლით ფოთში ვსწავლობდი სკოლაში, რადგან მამაჩემი იქ მუშაობდა სასაზღვრო პოლიციაში, შემდეგ გადმოვედით დიდაჭარაში. მხოლოდ მე-12 კლასში სწავლის დროს დავდიოდი სკოლაში გახსნილ მოსამზადებელ ცენტრში, რაც „აჭარისწყალი ჯორჯიამ“ დააფინანსა.
მოსამზადებელ ცენტრში კვირაში სამჯერ გვიტარებდნენ დამატებით გაკვეთილებს ის პედაგოგები, რომლებიც სკოლაში გვასწავლიდნენ, მხოლოდ ორი პედაგოგი მოდიოდა მეზობელი სოფლიდან.
მე-12 კლასში ვიდრე გადავიდოდი, ინგლისური უკვე საკმარისად ვიცოდი: ხულოში ამერიკული კუთხეა, იქ მოდიოდნენ ინგლისურენოვანი ადამიანები და ვესაუბრებოდი, სოციალურ ქსელშიც არის ხელმისაწვდომი ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბები, სადაც უფასოდ შეიძლება დარეგისტრირდე და ესაუბრო ვინმეს ინგლისურად.
ვფიქრობ, მთავარი დროის მენეჯმენტია და დროულად იმის გააზრება: სად გაქვს პრობლემა. ლექსიკა, გრამატიკა… არავის სიამოვნებს დღეში 30 და 40 სიტყვის დაზუთხვა, უნდა სცადო, ეს პროცესი სახალისო გამოვიდეს: მაგალითად, ფილმებს ვუყურებდი ინგლისურად და იქიდან ვიწერდი უცნობ სიტყვებს,“ – გვიყვება ქეთი შავაძე. სრულად
ასევე ნახეთ:
„ახლაც მაკანკალებს... ფრთხილად იყავით!“ - რა შეემთხვა თი მაჭავარიანს მაღაზიის გასახდელში
VIDEO: გია სურამელაშვილი ამერიკაში მიემგზავრება: „იქნებ, ბედსაც ვეწიო...“