1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლის დაწყებისა და დასრულების თარიღს ზოგადი განათლების შესახებ კანონი არეგულირებს.
ოფიციალური დოკუმენტის თანახმად, „საქართველოს ყველა საჯარო სკოლაში სასწავლო წლის დაწყების თარიღად განსაზღვრულია 15 სექტემბერი, ხოლო დასრულების თარიღად 15 ივნისი“;
2023 წელს, 15 ივნისი პარასკევს ემთხვევა. აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა მოლოდინი, რომ ახალი სასწავლო წელი, შესაძლოა, არა 15, არამედ 18 სექტემბერს - ორშაბათიდან დაიწყოს.
როდის იწყება ახალი სასწავლო წელი - 18 თუ 15 სექტემბერს?
ოფიციალურ სტრუქტურაში ეტალონს განუმარტეს, რომ „სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება“.
რაც შეეხება სწავლის თარიღის გადაწევას, კანონით ესეც დაშვებულია, ოღონდ იმ შემთხვევაში, „თუ 15 სექტემბერი ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს“ - ასეთ დროს სასწავლო წელი იწყება „15 სექტემბრის შემდგომ პირველ სამუშაო დღეს“.
ასევე ნახეთ:
VIDEO: გია სურამელაშვილი ამერიკაში მიემგზავრება: „იქნებ, ბედსაც ვეწიო...“
„ახლაც მაკანკალებს... ფრთხილად იყავით!“ - რა შეემთხვა თი მაჭავარიანს მაღაზიის გასახდელში
VIDEO: ემოციური კადრები - სპორტული სამოსის მაღაზიამ, 13 წლის აბოს ერთი დღით ცხოვრება შეუცვალა