1764869400
ავარია სანაპიროზე - ერთმანეთს ორი მანქანა შეეჯახა
თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. მომხდარის შედეგად დაშავდა ერთი ადამიანი.
ადგილზე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.












