პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
პეკინის ქუჩისა და იოსებიძის კვეთასთან, ყვავილების მაღაზიაა, სადაც ერთი მოხუცი ბებო წლებია ზის და მცირე რაოდენობით ხილ-ბოსტანს ჰყიდის. ზამთარსა და ზაფხულში მოხუცი დილაობით ავტობუსს მოჰყვება ჩანთებით დატვირთული და საღამომდე ვაჭრობს.
მას ბევრი ადგილობრივი იცნობს. უყვართ ბავშვებს. ბებოც ლოცავს მათ. 14 იანვარს მერი ბებოს 97 წელი შეუსრულდება. მას ერთი შვილი ჰყავს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
მერი ბებო კახეთიდანაა. თბილისში ქირით ცხოვრობს. იძულებულია იმუშაოს, რომ პურის ფული იშოვოს. გვიყვება, რომ ყველას უყვარს და ქუჩაში გულთბილად ესალმებიან.
დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა შეუძლიათ მითითებულ პირად ნომერზე: მერი კარსელაშვილი 13001038781.