გაიხსენონ ტრაქტატს მიღმა დარჩენილი ქართველობის ბედი, რა დაემართა მათ გვარებს, მათ ქართულს, მათ რელიგიას - გიორგი კალანდია

გიორგი კალანდია

ვისაც უნდა, რომ გაისიგრძეგანოს და მიხვდეს რა არჩევანის წინაშე იდგა ერეკლე მეფე იმოგზაუროს ტრაქტატს მიღმა დარჩენილ საქართველოში, ნახოს როგორ გამოიყურება ის საქართველო. მე არ მინდა ვინმეს გული ვატკინო, მე მინახავს ის ტაძრები, ის უნიკალური ისტორიული ძეგლები, რომლებიც დღესაც ჩამოქცეული დგას და იქ წირვა-ლოცვა არ არის. გაიხსენონ ტრაქტატს მიღმა დარჩენილი ქართველობის ბედი, რა დაემართა მათ გვარებს, მათ ქართულს, მათ რელიგიას, - ამის შესახებ ხელოვნების სახლის დირექტორმა, გიორგი კალანდიამ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„აბსოლუტურად უსამართლოა, როდესაც მე-18 საუკუნიდან გადმოგყავს ადამიანი, მოგყავს 21-ე საუკუნეში და ასამართლებ 2008 წლის ომის შედეგების მერე. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი. ეს იგივეა ჩვენ რომ ვთქვათ, ალექსანდრე მაკედონელი არ იყო მნიშვნელოვანი ისტორიული პირი, რადგან არ ცნობდა დემოკრატიულ არჩევნებს, არ ჰქონდა გენდერული ბალანსი დაცული და ა.შ. შეიძლება დღევანდელი კრიტერიუმებით შევაფასოთ ისტორიული ეპოქა?“, - განაცხადა გიორგი კალანდიამ.